ეგვიპტე დახმარებას  ითხოვს

ეგვიპტე დახმარებას ითხოვს

Associated Press-ის ინფორმაციით, ეგვიპტე საერთაშორისო სავალუტო ფონდს 4,8 მილიონი დოლარის კრედიტის გამოყოფას სთხოვს. ამის შესახებ განცხადება ეგვიპტის პრეზიდენტის მოჰამედ მურსის და მსფ-ის პრეზიდენტის კრისტიან ლაგარდის შეხვედრის შემდეგ, ეგვიპტის პრემიერმინისტრმა ხეშამ კანდილმა გააკეთა.

კენდილის განცხადებით, თანხის გადაცემა, რომლის საპროცენტო განაკვეთი 1,1 %-ს შეადგენს,  ხუთ ეტაპად განხორციელდება.

ქვეყანაში მიმდინარე არასტაბილური მდგოამრეობის გამო, ქვეყნის ეკონომიკა მნიშვნელოვნად დაზარალდა. 2012 წელს ქვეყნის ბიუჯეტის საერთო დეფიციტმა 22,6 მილიარდ დოლარს მიაღწია.