სასჯელის სრულად მოხსნის რეკომენდაცია 100- ზე მეტმა პატიმარმა მიიღო

სასჯელის სრულად მოხსნის რეკომენდაცია 100- ზე მეტმა პატიმარმა მიიღო

შეწყალების სახელმწიფო კომისის თავმჯდომარის ელენე თევდორაძის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე კომისიამ სულ 206 პატიმრის საქმე განიხილა აქედან,  სასჯელის სრულად მოხსნის რეკომენდაცია 100- ზე მეტმა პატიმარმა მიიღო.

 თევდორაძის თქმით, დადებითი რეკომენდაცია 14 ქალზე და ერთ არასრულწლოვანზე გაიცა.

„მხოლოდ ერთ არასრულწლოვანს ჰქონდა დადებითი რეკომენდაცია. ამავე დროს, მას სასჯელის ნახევარი ჰქონდა მოხდილი. დანარჩენ 8-ს კი, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან უარყოფითი რეკომენდაციები ჰქონდათ, რის გამოც მათ უარი ეთქვათ“ - განაცხადა თევდორაძემ. 

სხდომის შემდეგ,  სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა აღნიშნა,  რომ 15 შემთხვევაში კომისიამ პატიმრებს სასჯელის განახევრების რეკომენდაცია მისცა.

შეწყალებული პატიმრები სასჯელაღსრულების დაწესებულებებს 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე დატოვებენ.