უგო ჩავესი ბრიტანეთს ჯულიან ასანჟის გამო ემუქრება

უგო ჩავესი ბრიტანეთს ჯულიან ასანჟის გამო ემუქრება

ვენესუელის პრეზიდენტი უგო ჩავესი ბრიტანეთს რადიკალური ზომებით დაემუქრა, თუ ბრიტანეთის ხელისუფლება ეკვადორის საელჩოს ტერიტორიაზე ლონდონში ძალით შეიჭრება WikiLeaks -ის დამფუძნებლის ჯულიან ასანჟის დასაპატიმრებლად.

„თუ ბრიტანეთი შეეცდება დაარღვიოს ეკვადორის სუვერენიტეტი, ჩვენი პასუხი ძალიან რადიკალური იქნება. ჩვენ ვურჩევთ ბრიტანეთის ხელისუფლებას, ძალიან კარგად დაფიქრდეს, რადგან ეპოქა, როდესაც იმპერიები რასაც უნდოდათ იმას აკეთებდნენ, დასრულდა“,-განაცხადა ვენესუელის პრეზიდენტმა სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას.

უგო ჩავესმა, რომელიც ეკვადორის პრეზიდენტის რაფაელ კორეას დიდი ხნის მეგობარია, არ დააკონკრეტა რას გულისხმობდა რადიკალურ ზომებში.