ბახმაროში პრეზიდენტს მოქალაქეთა თვალისგან სპეცრაზმი იცავს

ბახმაროში პრეზიდენტს მოქალაქეთა თვალისგან სპეცრაზმი იცავს

ბახმაროში ფერსიცვალებისას დოღის ტრადიციულ დღესასწაულზე საქართველოს პრეზიდენტის სტუმრობის გამო სიტუაცია საკმაოდ დაიძაბა. ინფორმაცია ასმის შესახებ „გურიანიუსი“ ავრცელებს.

როგორც ონლაინგამოცემის ბახმაროში მყოფი ჟურნალისტი, ნატო გოგელია აცხადებს, ბახმაროს შესასვლელში, ამჟამად ხელკეტებითა და ფარებით შეიარაღებული სპეცრაზმი გამოჩნდა.

ორი სამგზავრო ავტობუსი, რომელშიც პოლიციის დამატებითი ძალები და სპეცრაზმელები არიან განთავსებული, მას შემდეგ მოიყვანეს, რაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების, მხარდამჭერების ან, განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანების კონცენტრაციამ, რადგან მათ კურორტის ტერიტორიაზე არ უშვებდნენ, რამდენიმე ათეულს გადააჭარბა.

გადაადგილების უფლება არათუ ჟურნალისტებს, მოქალაქეებსაც ეზღუდებათ.

„გურიანიუსის“ ჟურნალისტის განცხადებით, მას არ ეძლევა შესაძლებლობა, გადაიღოს კადრები და ახლა მხოლოდ ფარულად გადაღებული მასალის გადარჩენაზე ზრუნავს.

შეგახსენებთ, პრეზიდენტის პრესსამსახურის ოფიციალური ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ბახმაროს ეწვია და გაეცნო კურორტის რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს. პრეზიდენტმა რამდენიმე ობიექტი დაათვალიერა, რომლებიც მალე ამოქმედდება.

მიხეილ სააკაშვილი მშენებლობაზე დასაქმებულებსაც გაესაუბრა და მათ მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ სარეკონსტრუქციო სამუშაოებს 24-საათიანი რეჟიმით ასრულებენ.