თეთრები: ბაგრატის ტაძარზე ჯვარის აღმართვა „ნაცმოძრაობის“ პიარ-პროპაგანდაა

თეთრები: ბაგრატის ტაძარზე ჯვარის აღმართვა „ნაცმოძრაობის“ პიარ-პროპაგანდაა

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ ბაგრატის ტაძარზე ჯვრის აღმართვას პოლიტიკური მოძრაობა „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი მმართველი პარტიის პიარ-პროპაგანდის ნაწილს უწოდებს. ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

შაშიაშვილის აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ყველაფრის პოლიტიზებას ცდილობს და ამას ზღვარგადასული სითავხედით „ხალხზე ზრუნვას“ უწოდებს.

„პატრიარქის კურთხევის გარეშე აღმართო ჯვარი, აქციო ეს საკუთარი პარტიის პიარ-პროპაგანდის ნაწილად, შეურაცხჰყო და არარად ჩააგდო მამუკა ასლანიკაშვილის ხსოვნა - ვისი უშუალო ინიციატივითაც ბაგრატის აღმშენებლობა დაიწყო, სწორედ რომ ზღვარგადასული მკრეხელობაა“- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ბაგრატის ტაძარზე ჯვრის აღმართვის ცერემონია გუშინ გაიმართა. მასში მონაწილეობა საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო