ბურჯანაძეს  ხაბელოვი უპირისპირდება

ბურჯანაძეს ხაბელოვი უპირისპირდება

ქარელში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი ილია ბურჯანაძე იქნება. ბურჯანაძე ქარელის რაიონის გამგებლად მუშაობდა.
მას „ქართული ოცნებიდან“ ლერი ხაბელოვი უპირისპირდება.

კასპში მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი კახა ხაჩირაშვილი იქნება. ამ რაიონში მას „ქართული ოცნებიდან“ დავით ონოფრიშვილი დაუპირისპირდება.
ასევე ცნობილია, საგარეჯოსა და ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატები. საგარეჯოს რაიონში მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი გია ჩალათაშვილი იქნება. მას „ქართლი ოცნებიდან“ თინა ხიდაშელი დაუპირისპირდება.
ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი ლაგოდეხში – გია გოზალიშვილი იქნება.მას „ქართული ოცნებიდან“ ლუკა კურტანიძე უპირისპირდება.