„თავისუფალმა საქართველომ“ საჩხერეში მაჟორიტარობის კანდიდატად მევლუდ შარვაძე წარადგინა

„თავისუფალმა საქართველომ“ საჩხერეში მაჟორიტარობის კანდიდატად მევლუდ შარვაძე წარადგინა

„თავისუფალმა საქართველომ“ საჩხერეში მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა. საჩხერლებს კანდიდატად მელვუდ შარვაძე პარტიის ლიდერმა, კახა კუკავამ პირადად წარუდგინა.

 კუკავას თქმით, როგორც საჩხერის რაიონისთვის, ასევე მთელი საქართველოსთვის უმიშვნელოვანეს საკითხს ეკონომიკური აღმავლობა, უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა წარმოადგენს. ამის მიღწევა კი ეროვნული ხელისუფლების პირობებშია შესაძლებელი.

 შარვაძე ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა. პარტიას კი გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მცდელობას არ დავაკლებ, რათა საჩხელის მოსახლეობის უფლებები დაცული იქნას მომავალი მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში“, - განაცხადა მან.

 მაჟორიტარობის წარდგენის პარალელურად, შეხვედრა გაიმართა ადგილობრივ მოსახლეობასთან. ისინი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.

 პარტიის თავმჯდომარემ და მაჟორიტარობის კანდიდატმა ადგილობრივებს „თავისუფალი საქართველოს“ წინა საარჩევნო პროგრამა გააცნეს და აქცენტი სოფლის მეურნეობის პრობლემებზე დასვეს.