საია და „სამართლიანი არჩევნები 19 აგვისტოს რუსთავში    ქართული ოცნების აქციას  დააკვირდება

საია და „სამართლიანი არჩევნები 19 აგვისტოს რუსთავში ქართული ოცნების აქციას დააკვირდება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია(საია) და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” კოალიცია“ ქართული ოცნების” მიერ 2012 წლის 19 აგვისტოს რუსთავში დაგეგმილი აქციის მიმდინარეობას დააკვირდება.ამის შესახებ ინფორმაცია საიამ ოფიციალური ვებ-გვერდზე, დღეს გაავრცელა.

როგორც ცნობილია, დაკვირვებას ორგანიზაციები წინასაარჩევნო გარემოს გრძელვადიანი მონიტორინგის ფარგლებში ახორციელებენ, რაც პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებულ , საჯარო შეხვედრების მიმდინარეობის,  შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლების განხორციელების მონიტორინგს გულისხმობს.

ორგანიზაციის დამკვირვებლები მონიტორინგს გაუწევენ რუსთავში მიმდინარე მოვლენებს, რასაც  დაგეგმილი აქციის ორგანიზება და მასში მონაწილე მოქალაქეების მობილიზება-გადაადგილება უკავშირდება.

საია და “სამართლიანი არჩევნები” იმედოვნებენ, რომ აქცია მშვიდობიან გარემოში ჩატარდება,  ხოლო სახელმწიფო ორგანოების მიერ უზრუნველყოფილი იქნება შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონმდებლობით დადგენილი გარანტიები.