სააკაშვილი: ცეკას მდივნები ანგრევდნენ და აჩაჩანაკებდნენ კულტურულ მემკვიდრეობებს

სააკაშვილი: ცეკას მდივნები ანგრევდნენ და აჩაჩანაკებდნენ კულტურულ მემკვიდრეობებს

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში, ცეკას მდივნებისა და  კომუნისტების დაჩაჩანაკებული კულტურული მემკვიდრეობის შემდეგ, კულტურული აღმავლობის პერიოდია. ეს განცხადება სააკაშვილმა ბაგრატის გუმბათზე ჯვრის აღმართვის შემდეგ გაკეთა.  

„ეს დღე მართლაც რომ მნიშვნელოვანია, არამარტო ქუთაისისათვის, არამედ მთელი საქართველოსთვის. საბჭოთა კავშირის დროს ცეკას მდივნები ანგრევდნენ და აჩაჩანაკებდნენ კულტურულ მემკვიდრეობებს, დღეს კი ჩვენს ქვეყანაში ნამდვილი კულტურული აღმავლობაა. დღეს ბაგრატის გუმბათზე ჯვარი დავდგით, ხვალ ფოთის ტაძარს გავხსნით, სულ მალე კი ჩემი დიდი ოცნების ლაზიკის მშენებლობას დავიწყებთ“- განაცხადა მიხეილ საკაშვილმა.

ცნობისთვის, ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი თევდორაძე და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის და ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი ბაგრატის ტაძრის გუმბათზე ჯვრის აღმართვის ცერემონიალში თავად მონაწილეობენ.