„ახალი მემარჯვენეები“ ხობის რაიონის სოფლების პრობლემებზე საუბრობს

„ახალი მემარჯვენეები“ ხობის რაიონის სოფლების პრობლემებზე საუბრობს

„ახალი მემარჯვენეების“ განცხადებით, ხობის რაიონის სოფლები საქართველოს ხელისუფლებას წლების მანძილზე მიტოვებული ჰყავს. ამის შესახებ პარტიის ხობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, კახა ლატარიამ დღეს ზუგდიდში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით ხობის "ხობის სოფლებისთვის ამ წლების მანძილზე არაფერი გაკეთებულა. ლატარია აცხადებს, რომ რაიონის არც ერთ სოფელში არ არის გზა, არ არის წყალი, არ არის გაზი, არ ხდება საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა და აღნიშნა, რომ სოფლების მოსახლეობას გაუსაძლის მდგომარეობაში უწევს ცხოვრება.

„როგორც რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ამჟამად მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რაიონის ყველა სოფელში ვარ ნამყოფი და შემიძლია ვთქვა, რომ სოციალურ პრობლემებზე არანაკლებ მოსახლეობას ინფრასტრუქტურული პრობლემები აწუხებს. დღეს ხობელებს დანგრეულ გზებეზე უწევთ სიარული რაიონულ ცენტამდე. ხობის რაიონში დღეს არის სოფლები, სადაც ავტობუსები უგზოობის გამო ცენტრამდე ყოველდღე არ დადიან.ჩვენ გვესმის, რომ საქართველოში ერთ დღეში ვერ მოხდება ყველა სასოფლო გზის შეკეთება, მაგრამ რატომ მოხდა ისე, რომ ხობის რაიონისთვის არც ერთი ლარი არ გამოიმეტეს თუნდაც ერთი სოფლის გზის შესაკეთებლად", - განაცხადა კახა ლატარიამ.