მაია ფანჯიკიძე: „ქართული ოცნება“ არჩევნებში მონაწილეობას 7 ნომრით მიიღებს

მაია ფანჯიკიძე: „ქართული ოცნება“ არჩევნებში მონაწილეობას 7 ნომრით მიიღებს

კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა, მაია ფანჯიკიძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებზე ნომრით „7“ წარსდგება და აღნიშნა, რომ გავრცელებული ხმები იმის თაობაზე, რომ შესაძლოა, ნომერი შეიცვალოს, სიმართლეს არ შეესაბამება.

მისი თქმით, ბლოკმა რეგისტრაცია გუშინ გაიარა.

„აღნიშნული ნომერი „ქართულმა ოცნებამ“ კოალიციაში შემავალი ერთ-ერთი სუბიექტისგან - „კონსერვატიული პარტიისგან“ აიღო“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.

ამასთანავე მისი თქმით, ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიისთვის ცალკე ფონდს გახსნის. ფანჯიკიძის განმარტებით, აღნიშნული ფონდი დღეს გაიხსნება და აღნიშნა, რომ მისგან კამპანიისთვის თანხები გაიხარჯება.

„დღეიდან საარჩევნო კამპანიისთვის ცალკე ფონდს გახსნის, საიდანაც კამპანიისთვის თანხები გაიხარჯება, სხვადასხვა ატრიბუტებსა და ბეჭდვით პროდუქციაზე დატანილი იქნება წარწერა „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება“, - დასძინა მან.