სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას რუსეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების მიტოვებაში ადანაშაულებს

სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას რუსეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების მიტოვებაში ადანაშაულებს

პარტია "საქართველოს გზის" საპატიო თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას რუსეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების მიტოვებაში ადანაშაულებს.

ამის შესახებ განცხადება მან facebook - ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

მისი თქმით, ხელისუფლებას არ გადაუდგამს არც ერთი ნაბიჯი, რომ მეზობელ ქვეყანაში მცხოვრებმა ქართველებმა არჩევნებში მონაწილეობა შეძლონ და ამისთვის იქ საარჩევნო უბანი გაიხსნას.

"ხელისუფლებამ "გადააგდო" რუსეთში მცხოვრები ქართველები. ემიგრაციის ხმების დაცვა და დიასპორის მიმართ სამუშაოს გააქტიურება ხმების დაცვის სტრატეგიის ერთ აუცილებელ ნაწილს წარმოადგენს. მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი ემიგრაციის, მეტად მძიმე პირობებში მყოფი, საერთოდ "გადაგდებულია" ხელისუფლების მიერ. რუსეთში მაცხოვრები ემიგრანტები - დაახლოებით 300.000-დან ნახევარ მილიონამდე ჩვენი თანამემამულეები, მივიწყებულია, თუ არა განგებ მიჩუმებული! ხელისუფლებას არ გადაუდგამს თუნდაც ელემენტარული ნაბიჯი, რომ შვეიცარიის საელჩოსგან, რომელიც რუსეთში ჩვენს ინტერესებს წარმოადგენს, მოეთხოვა იქაური ქართველებისათვის საარჩევნო უბნის გახსნა. ნუთუ რუსეთში მცხოვრები ქართველები სხვებზე ნაკლებად ქართველები არიან? ეს არის კიდევ ერთი მაგალითი ამ ხელისუფლების პატრიოტული სულისკვეთებისა", - წერს ზურაბიშვილი.