სასიყვარულო ურთიერთობების შენარჩუნება ჰორმონალური სპრეის ხარჯზე

სასიყვარულო ურთიერთობების შენარჩუნება ჰორმონალური სპრეის ხარჯზე

სასიყვარულო და ოჯახური ურთიერთობის შენარჩუნება ხშირ შემთხვევაში დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ციურიხის უნივერსიტეტის მეცნიერები შეეცადნენ ეს პრობლემა უფრო მარტივად გადაჭრან და გამოიგონეს ჰორმონალური სპრეი. პრეპარატი, რომელიც ე.წ. ალერსისა და ერთგულების ჰორმონს – ოქსიტოცინს შეცავს. ამ სპრეის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ქალები უფრო თბილები და დამთმობები ხდებიან, მამაკაცები კი, უფრო ყურადღებიანები და მგრძნობიარენი.

სპეციალისტებმა ექსპერიმენტის მეშვეობით, აღნიშნული სპრეი უკვე გამოსცადეს. მათ მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტში 20–დან 50 წლამდე ასაკის რამდენიმე ათეული დაქოწირნებული და უბრალოდ, ერთად მცხოვრები წყვილი იღებდა მონაწილეობას. ორ ჯგუფად დაყოფილ წყვილებს თანაცხოვრების მანძილზე მომხდარი ყველაზე კონფლიქტური სიტუაციის გახსენება და მასზე საუბარი მოსთხოვეს.  შემდეგ, ერთ ჯგუფს ოქსიტოცინიანი სპრეი შეასხურეს, მეორეს კი არა. როგორც აღმოჩნდა, ის ქალები და მამაკაცები, რომლებმაც სპრეი გამოიყენეს, ერთმანეთის მიმართ უფრო თავაზიანები გახდნენ. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ჰორმონალური სპრეის დღეში ორჯერ გამოყენება წყვილს შორის სექსუალურ ლტოლვასაც აძლიერებს.