უნიკალური აღმოჩენა კახეთში

უნიკალური აღმოჩენა კახეთში

ყვარლის მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგებმა ნაქალაქარსა და სამონასტრო კომპლექსს მიაგნეს.

გათხრებში მონაწილეთა შეფასებით, ეს აღმოჩენა საქართველოს შუა საუკუნეების არქეოლოგიაში ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. 

სპეციალისტების განცხადებით, მდინარე დურუჯის საწინააღმდეგო მხარეს ტყეში მოქცეული ნანგრევები მეხუთე საუკუნემდე პერიოდს მიეკუთვნება და თავისი მასშტაბით ბოლნისის სიონსაც აღემატება. 

ტაძარი ხუთი წყვილი სვეტით არის გაყოფილი, მისი ბაზილიკა კი სამნავიანია. საკურთხეველში ქვა-ყუთის ტიპის სამარხებია აღმოჩენილი, რომელიც აქეოლოგების თქმით, სავარაუდოდ, სასულიერო პირებს ეკუთვნის.

გათხრებს, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი ახორციელებენ.