დღეს ბაგრატის ტაძრის გუმბათზე ჯვარი აღიმართება

დღეს ბაგრატის ტაძრის გუმბათზე ჯვარი აღიმართება

დღეს, ბაგრატის ტაძრის გუმბათზე ჯვარი აღიმართება. ჯვრის აღმართვის ცერემონიას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები და სასულიერო პირები დაესწრებიან. 
კულტურის სამინისტროს განცხადებით, ნაკურთხ და დალოცვილ ჯვარს გუმბათზე რესტავრატორები განსაკუთრებული სიფრთხილით აღმართავენ. ჯვარი ქუთაისის ყველა ცენტრალური წერტილიდან შესამჩნევი იქნება. 

300 კილოგრამის, 2 მეტრისა და 14 სმ-ის ბრინჯაოს ჯვარი არქიტექტორ-რესტავრატორ ვანო გრემელაშვილის ნახაზით დამუშავდა და შეიქმნა.
ჯვრის აღმართვასთან დაკავშირებით, ქუთაისში დღევანდელი დღე უქმე დღედ გამოცხადდა.