მაია ფანჯიკიძე: ივანიშვილი და კალაძე მზადაა მოსახლეობის დასახმარებლად სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებითი თანხები გადარიცხოს

მაია ფანჯიკიძე: ივანიშვილი და კალაძე მზადაა მოსახლეობის დასახმარებლად სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებითი თანხები გადარიცხოს

სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი იმაზე ბევრად მეტია, რასაც სახელმწიფო დაზარალებულებს კომპენსაციის სახით აძლევს“,- ამის შესახებ კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

პრესკონფერეცნიაზე ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“  კახეთში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის ზარალის სრულად ანაზღაურებას მოითხოვს. მისი თქმით, ბიუჯეტში 80 მილიონი ლარია, რომელიც დაზარალებულთა დასახმარებლად უნდა იქნას მიმართული.

ფანჯიკიძე აცხადებს, რომ 80 მილიონი ლარი, რომელიც ბიუჯეტში ივანიშვილმა გადარიცხა, საშუალებას იძლევა დაზარალებულებს კომპენსაციის სახით 4 700 ლარი დაურიგდეს. 

„კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მზადაა მოსახლეობის დასახმარებლად სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებითი თანხები გადარიცხოს და ამისთვის იგი კანონიერ გზას აუცილებლად იპოვის. ბიძინა ივანიშვილი კახი კალაძესთან და სხვა ლიდერებთან ერთად, მზადაა კიდევ გადარიცხოს თანხა მათ დასახმარებლად“ - განაცხადა ფანჯიკიძემ.