"ქართული ოცნების" ახალგაზრდების აქცია -"ჩვენ ვეძებთ 80 მილიონს“

კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის 40 -მდე აქტივისტმა ყვარელში, პრეზიდენტის სახლთან,საპროტესტო აქცია გამართა,   სამთავრობო დაცვამ "ქართული ოცნების" აქტივისტებს მიხეილ სააკაშვილის სახლის ეზოში შესვლის საშუალება არ მისცა, თუმცა აქცია მაინც გაიმართა.

სამთავრობო დაცვამ "ქართული ოცნების" აქტივისტებს მიხეილ სააკაშვილის სახლთან მიახლოების საშუალება არ მისცა,  აქციის მიმდინარეობას ვიდეოკამერით იღებდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები. თუმცა აქცია მაინც გაიმართა.

"ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლების მთავარი მოთხოვნა, ბიძინა ივანიშვილის მიერ ბიუჯეტში ჩარიცხული 80 მილიონი ლარის მიზნობრივად გახარჯვა იყო.

„ქართული ოცნების“აქტივისტებისათვის უცნობია ,სად გაქრა ის  80 მილიონი,რომელიც ბიძინა ივანიშვილმა კახელი გლეხების დასახმარებლად გადარიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით,მათ მიაჩნიათ,რომ მიხეილ სააკაშვილმა,ეს თანხა მოახმარა არა დაზარალებულ კახეთის მოსახლეობას, არამედ „ნაციონალური  მოძრაობის“ კოორდინატების გაზრდას.

„ვპირდებით ამ ხელისუფლებას, ვიდრე ბოლომდე არ იქნება თითოეული გლეხის ოჯახი დაკმაყოფილებული, ჩვენი პროტესტი არ გაჩერდება", - აღნიშნა  კოალიცია "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე- ცოტნე ზურაბიანმა.

მათი განცხადებით, სტიქიით დაზარალებულებს შესაბამისად არ ეხმარებიან და ბევრი მათგანის სახლი კვლავ სახურავის გარეშეა.

"ჩვენ ვეძებთ 80 მილიონს, რომელიც გადარიცხა ბიძინა ივანიშვილმა სახელმწიფო ბიუჯეტში, რათა სახელმწიფოს რეალურად შეძლებოდა კახელი გლეხის დახმარება. ვპირდებით ამ ხელისუფლებას, ვიდრე ბოლომდე არ იქნება თითოეული გლეხის ოჯახი დაკმაყოფილებული, ჩვენი პროტესტი არ გაჩერდება", - განაცხადეს ახალგაზრდებმა.