შალვა ნათელაშვილი: „მძარცველი მხედრიონელი სამადაშვილი“ და „სააკაშვილის ნომრიანი აგენტი წულუკიანი“ ვერ გვაჯობებენ

შალვა ნათელაშვილი: „მძარცველი მხედრიონელი სამადაშვილი“ და „სააკაშვილის ნომრიანი აგენტი წულუკიანი“ ვერ გვაჯობებენ

„ლეიბორისტულმა პარტიის“ თავმჯდომარის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ქვეყანაში უნდა დამთავრდეს სააკაშვილისა და ივანიშვილის ბანდიტური რეჟიმი, მისი პარტიის კანდიდატებს კი „ქართული ოცნების“ და „ნაციონალების“ მაჟორიტარები ვერ აჯობებენ.

„წარმოუდგენელია ბანდიტი სამადაშვილი როგორ დაიცავს ნაძალადევის მცხოვრებთა უფლებებს. ის არის მძარცველი მხედრიონელი. ამას ვერ მოახერხებს ვერც სააკაშვილის შპიონი სტრასბურგში, თეა წულუკიანი. ის სტრასბურგში ნომრიანი აგენტი იყო. „ნაცმოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ მიერ წამოყენებული კანდიდატები თბილისის თავზე დაფურთხებაა. პუტჩისტი ქანთარია, ბანდიტი გეგენავა, არჩევნების გამყალბებელი მაჭავარიანი, ჩვენს კანდიდატებს ვერ აჯობებენ. ვერ წარმომიდგენია ვინ შეიძლება აირჩიონ ვაკეში, თუ არა ლეილა გაფრინდაშვილი“, - განაცხადა ნათელაშვილმა.