„ქართულ დასს“ პენსიონერები ეხმარებიან

„ქართულ დასს“ პენსიონერები ეხმარებიან

პენსიონერებმა „ქართული დასს“ თანხა შეწირეს. 23-მა პენსიონერმა პარტიის ანგარიშზე სიმბოლურად თითო-თითო ლარი შეიტანა. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა. 

„ 23 ნომერი  არის "ჯონდი ბაღათურია - ქართული დასის" საარჩევნო ნომერი. სიმბოლურად, პენსიონერებმა გადაწყვიტეს, 23 ლარი შემოიტანონ ჩვენი პარტიის ანგარიშზე", - განაცხადა ბაღათურიამ.

პარტიის ლიდეის განცხადებით, რადგან ფულის პირდაპირი მიღება კანონით იკრძალება, ამიტომ ხვალ პენსიონერები შეგროვებულ თანხას „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში გადარიცხავენ.