ზოი სალდანა ნინა სიმონეს როლზე დაამტკიცეს (VIDEO)

ზოი სალდანა ნინა სიმონეს როლზე დაამტკიცეს (VIDEO)

ზოი სალდანა ითამაშებს მთავარ როლს ბიოგრაფიულ ფილმში, რომელიც ცნობილ მომღერალს ნინა სიმონეს ეძღვნება.

ფილმში, სახელწოდებით „ნინა“ თავდაპირველად, მთავარი როლი მომღერალ მერი ჯი ბლაიჯს უნდა ეთამაშა, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო ფილმის გადაღების დაწყება გაიწელა, რის გამოც მომღერალმა პროექტში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

ცნობილია, რომ „ნინაში“ მომღერლის მენეჯერის როლს დევიდ ოიელოუ შეასრულებს.  ფილმის  რეჟისორი და სცენარის ავტორია სინტია მორტი.  აქამდე ის მუშაობდა ფილმზე „მამაცი“ სადაც მთავარ როლს ჯოდი ფოსტერი თამაშობს.

ზოი სალდანას მონაწილეობა მიღებული აქვს ფილმებში: „კარიბის ზღვის მეკობრეები:შავი მარგალიტის წყევლა“, „ტემინალი“, „მძარცველები“, „ავატარი“, „კოლომბიანა“, „სიკვდილი დაკრძალვაზე“, „გზაჯვარედინზე“, „სექსის შემდეგ“, „სკეპტიკოსი“, „ვარსკვლავური გზა“ და ა.შ.

ნინასიმონე  (ნამდვილი სახელი, - იუნისქეთლინვეიმონი)  ცნობილიამერიკელი პიანისტი, კომპოზიტოტი,მომღერალი დასასიმღეროლექსებისმწერალი იყო. ნინა სიმონემ  40 წლიანი მუსიკალური კარიერის განმავლობში გამოუშვა 170 სტუდიური და საკონცერტო ალბომი. სულ შესრულებული აქვს  320 კომპოზიცია. მისინამუშევრებიმოიცავსბლუზს, ჯაზსა  დასოულს.

მომღერალი  2003 წლის 21 აპრილს საფრანგეთში, საკუთარ სახლში, 70 წლის ასაკში გარდაიცვალა.