ლანა დელ რეი H&M-ის  პირველ ფოტოსესიაში (VIDEO)

ლანა დელ რეი H&M-ის პირველ ფოტოსესიაში (VIDEO)

ზაფხულის დასაწყისში პრესაში დაიწყო საუბარი იმაზე, რომ  H&M-ის სარეკლამო სახე ახალგაზრდა ამერიკელი მომღერალი ლანა დელ რეი იქნებოდა, რაც ბრენდის ხელმძღვანელობამ ივლისში ოფიციალურად დაამტკიცა.

წარმატებული ახალგაზრდა მომღერალი H&M-ის შემოდგომა/ზამთრის სარეკლამო კამპანიაში უკვე ჩერთო, ის მოდის ცნობილმა ფოტოგრაფებმა ინეს ვან ლამსვერდემ და ვინო და მატადინამ გადაიღეს.  ლანამ ასევე ჩაწერა სიმღერის „Blue Velvet“-ის ქოვერ ვერსია, სარეკლამო რგოლისთვის, რომლის რეჟისორი იოჰან რენკო იქნება.

ფოტოსესაზე ლანამ წარმოადგინა H&M-ის შემოდგომა/ზამთრის ანგორის ნაქსოვის ჯემპრები, მოკლე ტანზე მომდგარი კაბები, ელასტიკები ფერადი პრინტებითა და ბაიკერის ტყავის ქურთუკები.

სარეკლამო რგოლის შესაძლებელი სექტემბერში ბრენდის ოფიციალურ საიტზე იქნება. იქამდე კი გვაქვს შესაძლებლობა შევაფასოთ ახალგაზრდა მომღერლის ფერადი ფოტოსესია.