პრემიერმინისტრი ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

პრემიერმინისტრი ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი მთავრობის კანცელარიაში ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და ენერგეტიკის სფეროში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ესაუბრა.

 როგორც შეხვედრაზე ვანო მერაბიშვილმა აღნიშნა, უკანასკნელი შვიდი წლის განმავლობაში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის გაორმაგდა. მოხმარების მკვეთრმა ზრდამ უარყოფითი გავლენა იქონია რეგიონებში ხარისხიანი ელექტროენერგიის მიწოდებაზე, რაც საფრთხეს უქმნის მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილ ისეთ ობიექტებს, როგორებიც არის კლინიკები და საწარმოები. პრემიერ-მინისტრმა ენერგეტიკის ახალ მინისტრს ვახტანგ ბალავაძეს დაავალა უმოკლეს ვადებში შეიმუშავოს აღნიშნული პრობლემისმოგვარების გეგმა.

 შეხვედრაზე აგრეთვე განხილული იქნა რეგიონებში ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროცესი, რომელიც 2013 წელსდასრულდება და გაზიფიკაციის პროცესის მიმდინარეობა.