პარლამენტის საშემოდგომო სესია  4 სექტემბერს გაიხსენება

პარლამენტის საშემოდგომო სესია 4 სექტემბერს გაიხსენება

 პარლამენტის საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს – 4 სექტემბერს გაიხსენება. საშემოდგომო სესიას პარლამენტის ბიურო გახსნის.

 პარლამენტის რეგლამენტში ნათქვამია, რომ საპარლამენტო, საპრეზიდენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების წელს არჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში, როგორც წესი, პარლამენტის პლენარული სხდომები არ იმართება.

პარლამენტის იურიდიულ დეპარტამენტში განმარტავენ, რომ რეგლამენტის ეს ჩანაწერი საკუთრივ პლენარული სხდომების ჩატარებას შეეხება. იურიდიულ დეპარტამენტში აცხადებენ, რომ საშემოდგომო სესიის გახსნა საკონტიტიციო ნორმაა და ის არ დაირღვევა. ამდენად, პარლამენტის საშემოდგომო სესია 4 სექტემბერს გაიხსნება.