შალვა ნათელაშვილმა თბილისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა

შალვა ნათელაშვილმა თბილისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა

 გლდანში ლეიბორისტების მაჟორიტარობის კანდიდატი პარტიის გენერალური მდივანი, პარლამენტის წევრი იოსებ შატებრაშვილია, ნაძალადევში - პარტიის პოლიტიკური მდივანი, დეპუტატი გიორგი გუგავა, ჩუღურეთში - პარტიის კოორდინატორი იოსებ სამხარაძე, სამგორში – პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ექს-პარლამენტარი, ნათელაშვილის თქმით, ყოფილი პოლიტპატიმარი გიორგი ბიჭაშვილი, ისანში – პარტიის იდეოლოგიური მდივანი, დეპუტატი კახაბერ ძაგანია, კრწანისში – პარტიის საორგანიზაციო მდივანი, თბილისის საკრებულოს ექს-დეპუტატი კონსტანტინე გუგუშვილი, მთაწმინდაზე – პარტიის კოორდინატორი – პაატა ჩოხელი, ვაკეში – პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი ლეილა გაფრინდაშვილი, დიდუბეში – პარტიის აღმასრულებელი მდივანი, თბილისის საკრებულოს ექს-დეპუტატი პაატა ჯიბლაძე, ხოლო საბურთალოზე – ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელი, ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი, მწერალი გურამ პეტრიაშვილი.