დავით უსუფაშვილი ახალგაზრდა ამომრჩევლებს შეხვდა

დავით უსუფაშვილი ახალგაზრდა ამომრჩევლებს შეხვდა

კოალიცია "ქართული ოცნების" საბურთალოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა პირველი შეხვედრა ახალგაზრდა ამომრჩევლებთან გამართა. 

შეხვედრა ქართველ იუნკერთა სახელობის თბილისის 52-საჯარო სკოლასთან შედგა.

უსუფაშვილის განცხადებით, იუნკერთა სახელობის სკოლასთან გამართული ეს შეხვედრა სიმბოლურია, რადგან მისი თქმით, ქართველ იუნკერთა ცხოვრება სამაგალითო უნდა იყოს თითოეული ახალგაზრდისთვის.

უსუფაშვილის თქმითვე, თითოეულმა ახალგაზრდამ კარგად უნდა განსაზღვროს, ვის მისცეს ხმა არჩევნებზე. 

„მე ყველა იმ პირს, რომელიც პირველად აპირებს არჩევნებში მონაწილეობას, ვუსურვებ, გააკეთოს სწორი არჩევანი. ერთი მხრივ, წვლილი შეიტანოს ქვეყნის მომავალში და მეორე მხრივ, მერე სანანებელი არ ჰქონდეს არჩევანი. ყველას აქვს საშუალება კარგად დააკვირდნენ ვინ უზრუნველყოფს ქვეყნის წინსვლას და ვინ ამოწურა ქვეყნის მართვის რესურსი", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.