ვუდი ალენი ახალ კომედიაზე მუშაობს(VIDEO)

ვუდი ალენი ახალ კომედიაზე მუშაობს(VIDEO)

ცნობილი ამერიკელი რეჟისორი ვუდი ალენი ახალი ფილმის გადაღებას იწყებს. ცნობილია, რომ ფილმი კომედიური ჟანრის იქნება, მისი სამუშაო სახელწოდება კი, ჯერჯერობით უცნობია. ფილმში დაკავებულია სამსახიობო ჯგუფი, რომელშიც შედიან: ალეკ ბოლვინი, ქეით ბლანშეტი, ლუის ლი კეი, როზი აიზენბერგი და ა.შ. ფილმის გადაღებები თვის ბოლოს დაიწყება და სანფრანცისკოსა და ნიუ-იორკში გაიმართება.

ივლისის თვეში ქართულ კინოგაქირავებაში გამოჩნდა ვუდი ალენის ბოლო ფილმი,- „რომის არდადეგები“  რომელშიც მთავარ როლს თავად რეჟისორი ასრულებს. ფილმში ასევე მონაწილეობენ, პენელოპა კრუსი, ალეკ ბოლდვინი, ჯესი აიზენბერგი, რობერტო  ბენინი და ა.შ.

ეს ფილმი არის პენელოპა კრუსისა და ვუდი ალენის, მეორე ერთობლივი ნამუშევარი. ვუდი ალენის ფილმში „ვიკი, კრისტინა, ბარსელონა“ შესრულებული როლისთვის პენელოპა კრუსმა „ოსკარი“ მიიღო.