ძიძიგური:  რუსთავი  უმშევრობის ცენტრია და სააკაშვილის მიერ მაგისტრალების დაგება რუსთაველების პრობლემებს ვერ უშველის

ძიძიგური: რუსთავი უმშევრობის ცენტრია და სააკაშვილის მიერ მაგისტრალების დაგება რუსთაველების პრობლემებს ვერ უშველის

კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი ზვიად ძიძიგური დადებითად აფასებს თბილისი-რუსთავის ჩქაროსნული მაგისტრალის გახსნას, თუმცა From.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ეს რუსთაველების უმუშევრობის პრობლემას ნამდვილად ვერ უშველის, თავისი ოპონენტის „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის მამუკა  ჩიქოვანის შეფასებისგან კი თავს იკავებს და აღნიშნავს, რომ რუსთაველები თვითონ გადაწყვეტავენ, ვის უნდა დაუჭირონ მხარი.

„ვფიქრობ, „ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს“ რუსთაველები თვითონ შეაფასებენ, სწორედ იმიტომ, რომ მის საქმიანობას კარგად იცნობენ, ისინი გადაწყვეტენ დადებითი შეფასება მისცენ თუ უარყოფითი მის საქმიანობას. მე უნდა ვილაპარაკო იმაზე, რის გაკეთებასაც ვაპირებ. მე ამ ქალაქის წინაშე ჩემი პასუხისმგებლობა მაქვს.

ძალიან კარგია თბილისი-რუსთავის ჩქაროსნული მატარებლები, მაგრამ, უნდა ავღნიშნოთ, რომ  სააკაშვილის 9-წლიანი მოღვაწეობის შედეგად, რუსთაველების 90%-ი უმუშევარია. ასეა მას შემდეგ, რაც რუსთავის მეტალურგიული წარმოების გადანაწილება სხვადასხვა ზომის ზვიგენებმა დაიწყეს. სააკაშვილის მოსვლის შემდეგ იქ არაფერი არ შეცვლილა უკეთესობისკენ. რუსთაველები ძალიან მძიმე სოციალური პირობებში არიან, რთულადაა ჯანდაცვისა და განათლების პრობლემები. შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსთავი  უმშევრობის ცენტრია და სააკაშვილის მიერ მაგისტრალების დაგება ამ საქმეს და რუსთაველების პრობლემებს ვერ უშველის“,-აცხადებს ძიძიგური.