„ქართული ოცნების“ აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ცნობილია

„ქართული ოცნების“ აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ცნობილია

კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" ბათუმში აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა.

 კერძოდ, ხულოში კოალიციის კანდიდატი იქნება ამირან მამულაძე; შუახევში - ჯემალ ფუტკარაძე; ქედაში - ნოდარ ძნელაძე; ხელვაჩაურში - თემურ კახიძე; ქობულეთში - ანზორ თხილაიშვილი; ბათუმში - აკაკი ძნელაძე.

კანდიდატები კოალიციის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა პირადად წარადგინა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები, საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, 1-ელ ოქტომბერს გაიმართება.