ჰერეთის მტკიცებულებათა ნუსხა სასამართლოზე

ჰერეთის მტკიცებულებათა ნუსხა სასამართლოზე

სავარაუდოდ ხვალ დასრულდება  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში  რადიო „ჰერეთსა“ და საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას შორის (GNCC) დავა, რომელიც 9 თვეა მიმდინარეობს. 

  მოსარჩელე მხარე, რადიო „ჰერეთი“ მოითხოვს, სასამართლომ ბათილად ცნოს საქართველოს კომუნიაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 30 სექტემბერს მიღებული აქტი, რომლის მიხედვითაც შპს „მედია ჰაუს დეკომს“ (რადიო "ცხელი შოკოლადი")ლიცენზია მიენიჭა.

 From.ge   გთავაზობთ მტკიცებულებათ ნუსხას, რომელიც რადიო ჰერეთმა საამართლოში წარადგინა.

 „თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოსარჩელე მხარემ,  სამაუწყებლო კომპანია„ჰერეთმა“ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის“  მიერ 2011 წლის 30 სექტემბერს მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა მოითხოვა და  „საქართველოს კომუნიკაციების კომისიის“ წინააღმდეგ მტკიცებულებების შემდეგი ნუსხა წარმოადგინა: 

  " შპს „მედია ჰაუს დეკომი“, რომელიც რადიო „ჰერეთთან“ ერთადმონაწილეობდა „საქართველოს კომუნიკაციების კომისიის“ მიერგამოცხადებულ კონკურსში რადიომაუწყებლობის ლიცენზიისმოსაპოვებლად, სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა 2011 წლის  8აგვისტოს, ანუ კონკურსის გამოცხადების (29 ივლისი) შემდეგ.აღნიშნულ კომპანიას არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა რადიომაუწყებლობის სფეროში.

 შპს „მედია ჰაუს დეკომის“ სამაუწყებლო კონცეფცია არ აკმაყოფილებდა კომისიის მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მოთხოვნებს, (რომელიც უნდა გამხდარიყო კომისიის ამოსავალი წერტილი) და გათვლილი იყო საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ მსმენელზე. ამავე დროს, BCG-ს მიერ მომზადებული „მაუწყებლობის თაობაზე საზოგადოებრივი აზრის კვლევის ანგარიშის“ თანახმად, ცენტრალურ არხებზე რეგიონული ინფორმაციის ნაკლებობის გამო, გამოკითხულთა 24%-ს სურდა რეგიონული ინფორმაციის არსებობა.

 კონკურსის პირობების მიხედვით, სამაუწყებლო კონცეფციაში უნდა დაკონკრეტებულიყო ის პროგრამები, რომელთა ბადეში განთავსებასაც გეგმავდა  კონკურსანტი გამარჯვების შემთხვევაში.  თუმცა „მედია ჰაუს დეკომის“ კონცეფციაში აღნიშნული პროგრამების მხოლოდ სახელწოდებები იყო მითითებული, რომლებიც არ ქმნიდა ნათელ წარმოდგენას იმის შესახებ, თუ რა შინაარსით და საინფორმაციო პოლიტიკით შემოვიდოდა ბაზარზე აღნიშნული რადიოსადგური.   მოსარჩელის კონცეფციაში კი  ზუსტად და კონკრეტულად იყო გაწერილი კონკურსის პირობებით გათვალისწინებული ყველა საკითხი. აღსანიშნავია ასევე, რომ  არსებობს  ორი  მედიაექსპერტის შეფასება, რომელთა მიხედვით, რადიო „ჰერეთის“ სამაუწყებლო კონცეფცია უფრო მრავალფეროვანია და მეტად შეესაბამება კომისიის მოთხოვნებს.

 „ჰერეთის“  კონცეფციის ნაკლად  ჩაითვალა მასში  საბავშვო გადაცემების არარსებობა, იმ დროს, როცა  წინასაკონკურსო მოთხოვნებში მსგავსი ტიპის გადაცემები საერთოდ არ იყო მიჩნეული პრიორიტეტულად. ასევე, ხარვეზად ჩაითვალა ის, რომ ჰერეთის კონცეფციაში ნახსენები გადაცემები  -  საზოგადოებრივ-პოლიტიკური  თოქ-შოუ „ხიდი“ და საინფორმაციო ანალიტიკური პროგრამა „მთელი კვირა“ რადიო „პალიტრის “ ეთერშიც გადიოდა.  „პალიტრის“ ოფიციალური წერილით და ჰერეთის სამაუწყებლო ბადით კი დასტურდება,  რომ ეს გადაცემები 2010 წლის სექტემბრიდან რადიო „ჰერეთის“ ეთერით აღარ გადაიცემა, კონკურს  კი 2011 წლის ივლისში გამოცხადდა.

შპს „მედია ჰაუს დეკომმა“ (რადიო „ცხელი შოკოლადი“) საქმეზე შესაგებებელი სარჩელი წარმოადგინა  პროცესუალური დარღვევებით. მას ხელს აწერს არაუფლებამოსილი პირი, რაც პროცესის მომზადების ბოლო ეტაპზე, ცხრა თვის თავზე გამოვლინდა კიდეც".-ნათქვამია ჰერეთის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებში.

 " მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში 2011 წლის 8 აპრილს შეტანილი ცვლილებების თანახმად, კერძოდ, 37–ე მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე ან საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი.

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ“ ისე განიხილა მესამე პირის საკონკურსო გაანცხადი, რომ არც კი შეუმოწმებია მისი დამფუძნებლების შესახებ ინფორმაცია, რითაც უხეშად ირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის მოთხოვნები. აღმოჩნდა, რომ  მესამე პირს ეს დოკუმენტაცია კომისიისთვის არც წარუდგენია და არც კომისია დაინტერესებულა ამ დოკუმენტაციით.

   2011 წლის 7 სექტემბერს  შპს „მედია ჰაუს დეკომმა“ კომისიას წარუდგინა შესაბამისობის დეკლარაცია.  მე-5 გრაფაში ლიცენზიის მფლობელის / მაძიებლის ბენეფიციარად, მესაკუთრედ მითითებულია ს.ს. „ვიფოფონი“ და ეს ხდება მაშინ, როდესაც უკვე ერთი წელია, მსგავსი სახელის სააქციო საზოგადოება ჰამბურგის რეესტრში აღარ არსებობს.

 მესამე პირმა (მედია ჰაუს დეკომმა) სასამართლოზე წარმოადგინა 2011 წლის 7 სექტემბრის წერილი,  ხელმოწერილი ს.ს. „ვიდოფონის“ დირექტორის მიერ „ვიდოფონის“ ბლანკზე, რითაც კომისიას აცნობებს  ს,ს. „ვიდოფონის“ პარტნიორების შესახებ, თანამშრომლობის იმედს გამოთქვამს  და ა.შ. შესაბამისად, აღნიშნული ფაქტი ადასტურებს, რომ ეს არის კომისიის შეცდომაში შემყვანი წერილები ს.ს. „ვიდოფონის“ მხრიდან, თუ არა  სიყალბე, რაც შესაძლებელია  კომისიამ  არც იცოდა იმ ეტაპზე.  ანუ    კომისია შეცდომაშია შეყვანილი (საჯარო სამსახურში ცრუ ინფორმაციის წარდგენა სისხლის სამართლებრივი დანაშაულია)

 ს.ს. „ვიდოფონი“ ანუ მესამე პირის დამფუძნებელი, ამ სახელით არ არსებობს ჯერ კიდევ კონკურსის გამოცხადებამდე, თუმცა ამ სახელით მიიღო მონაწილეობა შპს „მედია ჰაუს დეკომმა“ კონკურსშიც, ამ სახელის შესაბამისობის დეკლარაცია წარადგინა კომისიაში, ამ სახელით მიმართა კომისიას წერილით ს.ს. „ვიდოფონმა“ და რაც ყველაზე საინტერესოა ამ სახელით მიმართა დამფუძნებელმა კომპანიამ თბილისის საქალაქო სასამართლოს.

  უფრო მეტიც, შპს „მედია ჰაუს დეკომმა“ წარმოადგინა 2011 წლის 7 სექტემბრის წერილი კომისიის სახელზე ხელმოწერილი ს.ს. „ვიდოფონის“ დირექტორის მიერ, „ვიდოფონის“ ბლანკზე, რითაც კომისიას უსახელებს ს,ს. „ვიდოფონის“ პარტნიორებს, იმედს გამოთქვამს თანამშრომლობაზე და ა.შ.

შესაბამისად, ადგილი აქვს ს.ს. „ვიდოფონის“ მხრიდან კომისიის შეცდომაში შეყვანის ფაქტს, თუ არა სიყალბეს, რის შესახებაც  კომისიამ შესაძლებელია არც კი იცოდა იმ ეტაპზე.

  და ყველაზე მნიშვნელოვანი -  2012 წლის 20 იანვარს  სასამართლოს მიმართა ს.ს. „ვიდოფონმა“ და თავისი წერილში იმის მტკიცებას ცდილობს, რომ ოფშორში არ არის რეგისტრირებული.  თუმცა ეს უკვე აღარ არის  მთავარი. 

მთავარია  გამოვლენილი ფაქტი იმის შესახებ, რომ ს.ს. „ვიდოფონი“ ანუ შპს „მედია ჰაუს დეკომის“ დამფუძნებელი, ამ სახელით აღარ არსებობდა ჯერ კიდევ კონკურსის გამოცხადებამდე.

 მიუხედავად ამისა, შპს „მედია ჰაუს დეკომმა“  ამ სახელით მიიღო მონაწილეობა კონკურსში,   ამ სახელის შესაბამისობის დეკლარაცია წარადგინა კომისიაში, ამ სახელით მიმართა კომისიას წერილით და რაც ყველაზე საინტერესოა,  ამ სახელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს.“ - ნათქვამია „ჰერეთის“ მიერ სასამართლო სხდომაზე წარდგენილ მტკიცებულებებში.

  „ჩვენ არ ვედავებით შპს „მედია ჰაუს დეკომს“, ჩვენ ვედავებით კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას. ჩვენი ინტერესია დავადგინოთ ჭეშმარიტება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ კონკურსი არაობიექტურად და დარღვევებით ჩატარდა, -აცხადებს  რამაზ სამხარაძე.