“ახალი მემერჯვენეებმა“  C ჰეპატიტის მკურნალობისა და პრევენციის პრობლემა საკუთარ პრიორიტეტად გამოაცხადეს.

“ახალი მემერჯვენეებმა“ C ჰეპატიტის მკურნალობისა და პრევენციის პრობლემა საკუთარ პრიორიტეტად გამოაცხადეს.

"ახალი მემარჯვენეების" ლიდერი დავით გამყრელიძე დღეს ზუგდიდში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ახალგაზრდებს შეხვდა და C ჰეპატიტის პრევენციასა და მკურნალობასთან დაკავშირებით პარტიის პრიორიტეტები გააცნო.შეხვედრას ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი,მანანა ნაჭყებიაც ესწრებოდა.

დავით გამყრელიძის განცხადებით, C ჰეპატიტის გავრცელებამ ისეთ მასშტაბებს მიაღწია,რომ პარტიამ ამ პრობლემის მოგვარება საკუთარ პრიორიტეტად გამოაცხადა.

„ჰეპატიტის გავრცელებით საქართველოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს.დაავადებულთა რაოდენობით საქართველო მსოფლიოში მესამე, ხოლო კავკასიაში პირველ ადგილზეა. ჩვენს ქვეყანაში C ჰეპატიტით დაავადებულთა რიცხვმა 200 000-ს გადააჭარბა, ამასთან ყოველწლიურად დაავადების დაახლოებით 2000 ახალი შემთხვევა ვლინდება. განსაკუთრებით ეს დაავადება სწორედ ზუგდიდშია გავრცელებული",-აღნიშნა დავით გამყრელიძემ.

„ახალი მემარჯვენეების“ლიდერის თქმით,  ქვეყანაში არ არსებობს დაავადების მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა. სადაზღვევო მომსახურების არც ერთ პაკეტში არ შედის არა მარტო ჰეპატიტების დიაგნოსტიკა და ანტივირუსული მკურნალობის ანაზღაურება, არამედ სხვა ჰეპატოტროპული მედიკამენტების დაფინანსებაც კი. დიაგნოსტირება და მკურნალობა ისეთი ძვირია, რომ დაავადებულთა ოჯახებს მისი გადახდა პრაქტიკულად არ შეუძლიათ, რის გამოც უამრავი ადამიანი სიკვდილისთვის არის განწირული.

პარტიის თავჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას „ახალი მემარჯვენეების“ პროგრამის ის ნაწილი გააცნო ,რომელიც ამ დაავადების პრევენციასა და მკურნალობას შეუწყობს ხელს.ისინი ითხოვენ  შეიქმნას C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ სახელმწიფომ სრულად დააფინანსოს C ჰეპატიტის დიაგნოსტიკა;

"ბიუჯეტიდან ყოველწლიურად უნდა დაფინანსდეს ჩ ჰეპატიტით დაავადებული მინიმუმ 2000 პაციენტის მკურნალობის ხარჯი (ავადმყოფთა შერჩევის კრიტერიუმები სპეციალისტებმა უნდა დაადგინონ). უნდა დაწესდეს მკაცრი კონტროლი სტერილიზაციის წესების დაცვაზე კლინიკებსა და ყველა იმ დაწესებულებაში, სადაც C ჰეპატიტით დაინფიცირების მაღალი რისკია .ამის გარდა უნდა დაიწყოს ინტერფერონის გენერიკის წარმოება საქართველოში . აქ სახელმწიფომ ე,წ, დოჰა-ს დეკლარაცია უნდა გამოიყენოს,რომელიჩ ჩვენისთანა ქვეყნებს ამის უფლებას აძლევს,"- განაცხდა დავით გამყრელიძემ. 

„ახალი მემარჯვენეები ქყვეყანაში ღვიძლის გადანერგვის სახელმწიყო პროგრამის განხორციელებასაც ითხოვენ და მზად არიან მომავალ პარლამენტში ყველაფერი გააკეთონ იმისათვის,რომ ბიუჯეტში ჩაიდოს თანხა C ჰეპატიტის მკურნალობისათვის.