ტობი მაგუაირს ციხე ემუქრება

ტობი მაგუაირს ციხე ემუქრება

ცნობილ მსახიობ ტობი მაგუაირს სასამართლოზე გადაცემა ემუქრება იმის გამო რომ პოკერის აზარტული მოთამაშეა.

 

ტობის ბანქოში ხშირად უმართლებდა და თვეში მილიონ დოლარსაც არაერთხელ იგებდა. მაგუაირის ცხოვრება მშვენივრად წარიმართებოდა ჩვეულებრივ კაზინოში რომ ეთამაშა.

 

სამწუხაროდ მსახიობი სახელგანთქმულ კოლეგებთან ლეონარდო დი კაპრიოსთან, მეტ დეიმონთან და ბენ აფლეკთან ერთად იატაქვეშა სამორინეების ხშირი სტუმარი გახლდათ.

 

მაგუაირის სახელთან დაკავშირებული სკანდალი მას შემდეგ აგორდა, როდესაც ერთ დღეს ვინმე ბრედლი რუდერმანს 300 ათასი დოლარი მოუგო. ეს პიროვნება კერძო საინვესტიციო ფონდის მმართველი აღმოჩნდა და წაგებული თანხა ინვესტორთა მიერ მინდობილი სახსრებით დაფარა. კრიმინალი მალე გამოაშკარავდა და ახლა საბრალო ტობი სხვისი ცოდვებისათვის აგებს პასუხს.