ცნობილი ამერიკელი მსახიობი ბენ აფლეკი ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს კინორეჟისორ ტერენს მალიკის ახალ სურათში, რომლის სახელწოდებაა “დაკრძალვა”.
ტერენს მალიკმა კანის უკანასკნელ ფესტივალზე “ოქროს პალმის რტო” დაიმსახურა სურათისათვის “სიცოცხლის ხე”.
მიმდინარე წლის აგვისტოში რეჟისორმა ახალ სურათზე დაიწყო მუშაობა. “დაკრძალვა” უბედური ცოლ-ქმრის სევდიან ისტორიაზე მოგვითხრობს.
ბენ აფლეკის გმირის მეუღლეს ექს-ჯეიმს ბონდის მეგობარი გოგონა – მსახიობი ოლგა კურილენკო შეასრულებს, საყვარელს კი რეიჩელ მაკადამსი ითამაშებს.
ზემოთჩამოთვლილი მსახიობების გარდა, ტერენს მალიკის ახალ პროექტში რეიჩელ ვაისსა და ხავიერ ბარდემსაც ვიხილავთ. ეს უკანასკნელი დრამაში მღვდლის როლს შეასრულებს.
სურათი “დაკრძალვა” დიდ ეკრანებზე 2012 წლის შემოდგომაზე გამოვა.