ცნობილი ამერიკელი მსახიობი შონ პენი შეყვარებულია. მისტერ შონის რჩეული 26 წლის კოლეგა სკარლეტ იოჰანსონია. 50 წლის პენი მიჯნურის გულის მოსაგებად ყველაფერს აკეთებს.
სანუკვარი სატრფოს მკაცრ მოთხოვნებს რომ უპასუხოს, ყოველ დილას ვარჯიშით იწყებს. ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ პარკში ერთსაათიანი გარბენის შემდეგ სპორტული დარბაზისაკენ მიეშურება და ტრენაჟორებზე ვარჯიშობს. გამამხნევებელი სპორტული დილა კი საცურაო აუზზე სტუმრობით სრულდება.
ვინ იფიქრებდა, რომ გამოუსწორებელი ლოთი ჯანსაღი ცხოვრების წესით 7 კილოგრამს დაიკლებდა.
საინტერესოა, რომ ერთი თვის წინ დაიხურა საქმე, აღძრული ხულიგანი შონ პენის წინააღმდეგ იმის გამო, რომ 2009 წელს პაპარაცის თავს დაესხა და კამერა გაუტეხა.
სასამართლოს განაჩენის მიხედვით, შონმა 300 საათი უნდა იმუშაოს საზოგადოებისთვის სასარგებლოდ და დაესწროს მეცადინეობებს თემაზე: როგორ ვმართოთ რისხვა.