გლოვის ხელოვნება

გლოვის ხელოვნება

ცოტა ხნის წინ, პოეტმა - ამირან არაბულმა წიგნად ახალი მონოგრაფია გამოსცა.

მონოგრაფიაში ასახულია ქართული ხალხური სამგლოვიარო პოეზიის ძირითადი საკითხები და არსებითი თავისებურებანი, განსჯა და მეცნიერული კვალიფიკაცია. ქართულ პოეტურ ფოლკლორში განსაკუთრებული ადგილი უკავია ხმით ნატირლებს, მოსაგონარებსა და საფლავის ქვათა წარწერებს – ეპიტაფიებს, რომლებშიც საოცარი სიცხადით ცნაურდება ადამიანის ამქვეყნიური დანიშნულება და სიკვდილ-სიცოცხლის დილემის ხალხური კონცეფციები.


მონოგრაფია შვიდი თავისაგან შედგება და საკითხთა ფართო სპექტრს მოიცავს: ნატირალები, მოსაგონარნი, ეპიტაფია, ხატი სიკვდილისა, ბედისწერა, სტრუქტურული თავისებურებანი.

ნაშრომს წინ უძღვის ავტორისეული საკმაოდ ვრცელი და საინტერესო შესავალი, დასარულ - გამოყენებული ლიტერატურის სია.