ცნობილ ამერიკელ მსახიობს ბილ მიურეის დამკრძალავი ბიუროს გახსნა აქვს გადაწყვეტილი. მიურეი მთავარი გმირის როლს შეასრულებს ფილმში “ფსკერზე დაწვე”. ამ დრამატულ ტრილერს სავსებით რეალური მოვლენების მიხედვით გადაიღებენ.
1938 წელს, 74 წლის ფელიქს ბრიზილმა საკუთარი დაკრძალვის ორგანიზება გადაწყვიტა, იმ მიზნით, რომ თვითონ მიეღო მონაწილეობა და დამტკბარიყო ცერემონიით. დანამდვილებით ცნობილია, რომ დაკრძალვის ღონისძიების შემდეგ ბრიზილმა კიდევ ხუთი წელი იცოცხლა და 1943 წელს, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.
თავის დროზე ამ მოვლენამ აშშ-ში დიდი რეზონანსი გამოიწვია და გასვენებას 15 ათასი ადამიანი დაესწრო, ჟურნალ “ლაიფში” კი ამ ცერემონიის ფოტორეპორტაჟი დაიბეჭდა.
სურათი “ფსკერზე დაწვე”-ს რეჟისორი აარონ შნაიდერია. ბილ მიურეის გარდა მასში მონაწილეობას მიიღებენ ლუკას ბლეიქი, რობერტ დიუვალი და სისი სპეისეკი. ფილმის გადაღება მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყება.