პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეს-სპიკერმა მაია ფანჯიკიძემ ტრადიციულ ბრიფინგზე ხელისუფლებას აგვისტოს ომის 4 წლისთავთან დაკავშირებით, სრული დუმილის გამოცხადებისკენ მოუწოდა.
„ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ ამ ორი დღის განმავლობაში სრული დუმილი გამოაცხადოს და ამით მაინც მოინანიოს ის უგუნური მოქმედებები, რის გამოც ქვეყანას თავზე დიდი უბედურება დაატყდა“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, კოალიცია აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებს და აღნიშნულთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებას გეგმავს.
ამასთან, ფანჯიკიძის თქმით, 7 და 8 აგვისტოს კოალიცია „ქართულ ოცნებას“ მასშტაბური ღონისძიებები არ დაუგეგმავს, თუმცა შტაბები მუშაობას არ წყვეტენ.