„ქართული ოცნების“ ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატაობის კანდიდატი ვიქტორ დოლიძე ქინქლაძის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა.
მოსახლეობამ ვიქტორ დოლიძეს სოციალური პრობლემები გააცნო და საპარლამენტო არჩევნებში მხარდაჭერა აღუთქვა.
„თბილისის ამ ისტორიულ უბანში ჯერ კიდევ პრობლემაა წყალი, რაც მოდის ისიც უხარისხოა და მისი დალევა სახიფათოა. გარემონტებული ფასადების მიღმა ჩამპალი სარდაფები და დანგრევის პირას მიყვანილი კედლებია. ჩუღურეთში სპეციფიური პრობლემებიცაა, ჯერ კიდევ არ გადაუჭრია ხელისუფლებას წლების წინ მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობის პრობლემები. ქართველი ხალხი 1 ოქტომბერს დაამარცხებს ამ უპასუხიმგებლო ხელისუფლებას“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.