ზურაბ აბაშიძე ხომლელის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა

ზურაბ აბაშიძე ხომლელის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა

დღეს „ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე ხომლელის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა.

ზურაბ აბაშიძემ  ვარკეთილის მცხოვრებლებს „ქართული ოცნების“ ჯანდაცვის, განათლებისა და დასაქმების პროგრამა გააცნო. 

„ჩვენი მთავარი ამოცანაა თითოეული ჩვენი მოქალაქე იყოს დასაქმებული, ყველა მოქალაქეს ჰქონდეს ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, ჩვენ შვილებს ჰქონდეთ ხარსხიანი განათლების მიღების საშუალება, ეს არის ქართული ოცნება, როლმლის ახდენაც 1 ოქტომბერს დაიწყება“ - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.