ცესკო: საქართველოში 3, 621 ,256 ამომრჩეველია

ცესკო: საქართველოში 3, 621 ,256 ამომრჩეველია

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ   საოლქო საარჩევნო კომისიების მიხედვით,  ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საკუთარ ვებგვერდზე დღეს გამოაქვეყნა. მათი ინფორმაციით საქართველოში 3, 621 ,256 ამომრჩეველია.

ცესკო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში 84 საარჩევნო ოლქია. მათ შორის ყველაზე მეტი - 155,502 ამომრჩეველი სამგორის, ხოლო ყველაზე ცოტა 5,779 ამომრჩეველი ყაზბეგის ოლქშია. ამასთან, ფიზიკური პირისა და საცხოვრისის მესაკუთრის განცხადებებით რეგისტრაციიდან მოხსნილია 77,232 ამომრჩეველი.

აღნიშნული მონაცემები საბოლოო არაა  და ნებისმიერ პირს ან პოლიტიკურ პარტიას უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში შეუძლია, ცესკო-ს მიმართოს.

ამომრჩეველთა საბოლოო სია 15 სექტემბერს გამოქვეყნდება.