მგონია, რომ სუვერენული პოლიტიკა უნდა გაგრძელდეს და ადრე თუ გვიან, ჩვენი ევროპელი პარტნიორები მიხვდებიან, რომ მათ აქვთ არა მესამე ტიპის ქვეყანასთან შეხება, არამედ ღირსეულ ერთან, რომელსაც აქვს თავისი კონკრეტული ინტერესი, რომელიც გამოხატულია იმაში, რომ საქართველო უპირველეს ყოვლისა, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ფილოსოფოსმა ოთარ ჭულუხაძემ.
„უვიზო მიმოსვლის შეჩერება, შეიძლება იყოს ერთ-ერთი ანკესი, რომელსაც გადმოაგდებენ აქაური პოლიტიკური ოპოზიციისთვის, რათა შემდეგ ამათმა ქვეყანაში ვითარება აურიონ. თუმცა, ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ადამიანები, რომლებიც გარედაგეგმარებას ახდენენ, არიან ცივსისხლიანები და თუ ისინი ხედავენ, რომ ამას შეიძლება არ მოჰყვეს სასურველი მიზანი, რევოლუციური ცვლილება, ისინი ამას არ გააკეთებენ და ლოგიკურად შეიძლება ვიფიქროთ, რომ წინა არჩევნებზე უფრო ღირდა, როდესაც ოპოზიცია შედარებით უკეთეს ფორმაში იყო, ვიდრე ახლა“, - აღნიშნა ფილოსოფოსმა.