ჩინეთმა ამერიკას  „მოკეტვა“ სთხოვა

ჩინეთმა ამერიკას „მოკეტვა“ სთხოვა

 Agence France-Presse-ის ინფორმაციით, ჩინეთის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკამ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი „უსიამოვნებების შექმნაში“ დაადანაშაულა.

რამდენიმე დღის წინ ჩინეთმა სამხრეთ ჩინეთის ზღვის ერთ-ერთ კუნძულ ვუდზე ქალაქ სანშას შექმნის შესახებ განაცხადა. ამ კუნძულზე პრეტენზიებს ფილიპინები და ვიეტნამიც გამოთქვამენ. ამერიკის სახლემწიფო დეპარტამენტმა კი განაცხადა, რომ „ჩინეთი რეგიონში დაძაბულობას ქმნის“.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამერიკას ქვეყნის ტერიტორიალური მთლიანობის დაცვის პატივისცემისკენ მოუწოდა, ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ  ჟენმინ ჟიბაომ“ კი ამერიკას სთხოვა „მოკეტოს“.