აშშ-ის საელჩო კიევში საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ უახლოეს დღეებში უკრაინაში მოსალოდნელია სერიოზული საჰაერო იერიში.
„აშშ-ის საელჩომ კიევში მიიღო ინფორმაცია სერიოზული პოტენციური საჰაერო შეტევის შესახებ, რომელიც, შესაძლოა, რამდენიმე დღის განმავლობაში ნებისმიერ მომენტში მოხდეს. საელჩო, როგორც ყოველთვის, აშშ-ის მოქალაქეებს რეკომენდაციას აძლევს მზად იყვნენ საჰაერო განგაშის შემთხვევაში დაუყოვნებლივ თავშესაფარში ჩავიდნენ“, - აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამერიკის საელჩო ურჩევს მოქალაქეებს წინასწარ დაადგინონ თავშესაფრების მდებარეობა, საჰაერო განგაშის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადავიდნენ იქ, თვალი ადევნონ ადგილობრივ მედიას, მოიმარაგონ წყალი, საკვები და მედიკამენტები და დაემორჩილონ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მითითებებს.