ლევან ვარშალომიძის  მრჩეველი ბაჩუკი ჩხეიძე  ქართულ ოცნებას უერთდება

ლევან ვარშალომიძის მრჩეველი ბაჩუკი ჩხეიძე ქართულ ოცნებას უერთდება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ლევან ვარშალომიძის  მრჩეველი ბაჩუკი ჩხეიძე  თანამდებობიდან გადადგა და ქართულ ოცნებას უერთდება. ამის შესახებ  ბაჩუკი ჩხეიძემ  ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.

"დღეს მე "ქართულ ოცნებას" და პირადად ბიძინა ივანიშვილს ვუჭერ მხარს. ეს არის პოლიტიკური ძალა, რომლის ნებაა ხელისუფლების მიერ ქვეყანაში ყველა დღემდე დაშვებული შეცდომა, მომავალში გამოასწოროს, რაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი აზრით, დღეს ქვეყანა ამოვარდნილია კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. საზოგადოებამ მკვეთრად უნდა დააფიქსიროს საკუთარი მოსაზრება. ყველა ადამიანს აქვს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება. სწორედ ისაა უბედურება, რომ ქვეყანაში საჯარო მოხელეს არ შეუძლია ღიად გამოხატოს საკუთარი პოზიცია", – განაცხადა ბაჩუკი ჩხეიძემ.