გიორგი ღონღაძის მკვლელობის გამხმაურებელი ნეაპოლში დააკავეს

გიორგი ღონღაძის მკვლელობის გამხმაურებელი ნეაპოლში დააკავეს

ნეაპოლის აეროპორტში უკრაინის სახელმწიფო დაცვის ყოფილი მაიორი ნიკოლაი მელნიჩენკო დააკავეს. მელნიჩენკო სახელმწიფო საიდუმლოს გახმაურებისთვის იძებნებოდა.

ნიკოლაი მელნიჩენკო რამდენიმე წლის განმავლობაში უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ლეონიდ კუჩმას მცველი გახლდათ. სწორედ მისი დახმარებით გავრცელდა ის ჩანაწერი, სადაც უკრაინაში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტის გიორგი ღონღაძის მკვლელობის შესახებ არის საუბარი და რომლის მეშვეობითაც, 2011 წელს აღიძრა საქმე ღონღაძის მკვლელობის საქმესთან დაკაშირებით.

მაიორი ნეაპოლში ვაშინგტონიდან ჩავიდა. მაიორი უკრაინაში ექსტრადირებას დათანხმდა და განაცხადა, რომ  ის ქვეყნიდან იმიტომ გაიქცა, რომ მკვლელობით დაემუქრნენ.