რობერტ პატისონმა მანქანა დაკარგა

რობერტ პატისონმა მანქანა დაკარგა

რამდენიმე დღის წინ ამერიკულმა საინფორმაციო საშუალებებმა ერთი ინფორმაცია გაავრცელეს: ცნობილმა მსახიობმა რობერტ პატისონმა ლოს-ანჯელესში მანქანა დაკარგა.

 

პატისონის თქმით, კალიფორნიაში ყოფნისას ავტომობილი “სადღაც მიაყენა” და მოგვიანებით ეს ადგილი ვერ იპოვა.

 

“დღემდე ვეღარ მივაგენი ჩემს მანქანას, რადგან ვერაფრით გავიხსენე, რა ადგილას დავტოვე” – განაცხადა რობერტ პატაისონმა.

 

მის ამნეზიაში, ალბათ, ბლომად ლუდი ან სხვა, კიდევ უფრო მაგარი სასმელია დამნაშავე. ყოველ შემთხვევაში, ამ დანაკარგს ალბათ დიდად არც კი ნაღვლობს, რადგან მისი შეძლების პატრონისათვის ახალი მანქანის შეძენა პრობლემას არ წარმოადგენს.