სააკაშვილი:  არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც აღმშენებლობას „მუმიფიცირებული ხელებით ეპოტინებებიან“

სააკაშვილი: არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც აღმშენებლობას „მუმიფიცირებული ხელებით ეპოტინებებიან“

„საქართველოში არსებობენ წარსულის პოლიტიკოსები, რომლებიც ახალ აღმშენებლობას „მუმიფიცირებული ხელებით ეპოტინებებიან“ და ურცხვად აცხადებენ, რომ ძველი დრო ჯობდა“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აჭარაში, კურორტ ბეშუმში, შუამთობის დღესასწაულზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ასევე არიან პოლიტოკოსები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ახალი კურორტები მთის დამახინჯებაა, ახალი გზები კი, ავთენტურობის შეურაცხყოფა.

„არსებობს ხალხი, რომელიც აცხადებს, რომ უნდა დააბრუნონ ძველი, კურომპირებული მოხელეები და ძველებური ცხოვრების წესი და ქვეყანა იმპერიულ კონტროლის დაუქვემდებარონ, რადგან იქ უფრო კომფორულად გრძნობდნენ თავს. გვინდა მათ ვუთხრათ, რომ ჩვენ უკან არ დავბრუნდებით, რადგან წასასვლელი აღარსად გვაქვს. საქართველო და აჭარა იმოძრავებს მხოლოდ წინ, უკეთესი მომავლისკენ, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად დავსახეთ“,-განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, მან ცოტა ხნის წინ მოუსმინა ერთ-ერთ პოლიტიკოსს, რომელიც აცხადებდა, მთავრობამ ბევრი რამ გააკეთა, მაგრამ ახლა მათი წასვლის დროაო.

„მეტი საქმე არა მაქვს, ჩვენი აშენებული ქვეყანა თქვენ გადაგაბაროთ და დაგანგრევინოთ“,-განაცხადა   სააკაშვილმა.