ძლიერმა ქარმა ადიგენის რაიონში სახლების სახურავები დააზიანა

ძლიერმა ქარმა ადიგენის რაიონში სახლების სახურავები დააზიანა

ადიგენის რაიონს წუხელ ქარბორბალამ გადაურა.  გავრცელებული ინფორმაციით, ადიგენის რაიონში დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები. უმეტესობას ახდილი აქვს სახურავები.

ზარალის დასადგენად შექმნილია სპეციალური კომისია. ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ დაზარალებულებს სახლების გადასახურად სამშენებლო მასალებით მოამარაგებს.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელის სიმონ პარუნაშვილის განცხადებით, ხელისუფლება დაეხმარება მოსახლეობას და  ყველა დაზიანებული სახლის შეკეთება მოხდება.

ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, მსგავსი ქარი ადიგენის რაიონში არ უნახავთ.