სააკაშვილი: მომავალი თაობა იამაყებს იმით, რომ ბაგრატის ტაძარი საქართველოს აშენების სიმბოლოა

სააკაშვილი: მომავალი თაობა იამაყებს იმით, რომ ბაგრატის ტაძარი საქართველოს აშენების სიმბოლოა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მეუფე კალისტრატესთან ერთად,  ბაგრატის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. პრეზიდენტის თქმით, ტაძრის აღდგენით სამუშაოებზე იგივე ქვებს იყენებენ, როგორითაც ტაძარი თავის დროზე აშენდა.

„პარტიები მიტინგებს მართავდნენ, არ გვინდა ბაგრატის აღდგენაო. გრძელი სია აქვთ რა უნდა დაანგრიონ და სია აქვთ რა არ უნდა აშენდეს. პირდაპირ გამზადებული სიებით დარბიან. რა პოლიტიკაა ეს, ნგრევის და არაშენების. ბაგრატის ტაძრით მთელი მსოფლიო აღფრთოვანდება“,  - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით,  ქუთაისს საწარმოები სჭირდება, მაგრამ ტაძარიც აუცილებელია.

„მარტო ეს არ უნდა ავაშენოთ. ქალაქია ასაშენებელი. ასევე, პარლამენტი შენდება. საწარმოებიც უნდა აშენდეს. ეს ტაძარი კი, ყველაზე უფრო მნიშვნელვანი ნაწილია ყველაფერი იმისა, რასაც ჩვენ ვაშენებთ“, - განაცხადა  სააკაშვილმა და დასძინა, რომ მომავალი თაობა იამაყებს იმით, რომ ბაგრატის ტაძარი საქართველოს აშენების სიმბოლოა.

ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქცია პრეზიდენტის ინიციატივით 2009 წელს დაიწყო. უკვე დასრულებულია გუმბათის აღდგენა და ამჟამად ტაძრის გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს.