„ შუამთობის“ დღესასწაულზე დასასწრებად „ნაცმოძრაობამ“ აჭარის მთელი ადმინისტრაცია შეკრიბა

„ შუამთობის“ დღესასწაულზე დასასწრებად „ნაცმოძრაობამ“ აჭარის მთელი ადმინისტრაცია შეკრიბა

For.ge-ს კორესპონდენტი ნინო მიქიაშვილი ბათუმიდან გვატყობინებს, რომ შუამთის დღესასწაულზე დასასწრებად, „ნაციონალურ მოძრაობას“ აჭარის მთელი ადმინისტრაციული რესურსი ჰყავს გამოყენებული და ბევრი ხალხი ჰყავთ ჩამოყვანილი, რათა დაანახონ ყველას, რომ ისინი ძალიან ბევრნი არიან.

„ხულოში, გზის პირას, სადაც წყლის დასალევად გავჩერდით, დაახლოებით 75 წლის კაცმა გვითხრა, რომ წუხელ 4 საათისთვის მანქანების 200-მა სამარშრუტო ტაქსმა და 100-მა მანქანამ გაიარა, რომელიც სავსე იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერებით. ამ ხნის კაცი ვარ „ამდენი მანქანა ერთად არ მინახია, ვიჯექი და მანქანებს ვითვლიდიო“,-გვითხრა მან.

ვესაუბრე სამარშრუტო ტაქსების ძღოლებსაც. მათ მითხრეს, რომ თავიდან შეგვპირდნენ 130 ლარს გადაგიხდით და ხულში წამოდითო. მძღოლებმა უარი უთხრეს ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, შემდეგ 200 ლარს შეჰპირდნენ, თუმცა მძღოლები შიშობენ, რომ მათ ამ თანხას მაინც არ გადაუხდიან და „გადააგდებენ“.

ამ წუთას შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ბეშუმისკენ მივემართებით. ჩემს წინ სულ ცოტა ხუთი სამარშრუტო ტაქსი მაინც მიდის, რომლებიც სავსეა წითელმაისურიანი და ხუთნომრიანი ახალგაზრდებით.  ჩვენს წინ მიმავალ მურმან დუმბაძის მანქანას „ნაციონალების „ აქტივისტები  ხელს უქნევენ. ბიძინა ივანიშვილიც მიბრძანდება ბეშუმში.

მურმან დუმბაძეს შევეკითხე შუამთობის დღესასწაულზე დასასწრებად თუ გააკეთეთ ორგანიზება-თქო და დუმბაძემ მიპასუხა, რომ „ქართულ ოცნებას“ ორგანიზება არ გაუკეთებია, ვისაც სურვილი აქვს, თვითონ წამოვლენო.“ნაციონალებმა“ მთელი სახელისუფლო რესურსი გამოიყენეს, რომ შუამთობაზე ხალხს დაანახონ, რომ ისინი ძალიან ბევრნი არიან, მე თვითონ ვნახე ბათუმის საკრებულოს რამდენიმე წევრი „,-აცხადებს მიქიაშვილი.