„საქართველოს გზა“  არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს

„საქართველოს გზა“ არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს

პოლიტიკური პარტია „სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზის“  ერთ-ერთი ლიდერის მამუკა ბალიაშვილის განცხადებით,   „საქართველოს გზა“  კვალიფიციური საარჩვენო სუბიექტია,  თუმცა,  ცენტრალურ საარჩვენო კომისიაში განაცხადი და მხარდამჭერთა 15 000 კაციანი სია უკვე შეიტანა, ოფიციალურად დარეგისტრირებას ორ დღეში ელოდება.

ბალიაშვილის თქმით,  პარტია არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს და არცერთ კოალიციურ ბლოკში შესვალას არ აპირებს.

რაც შეეხება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს, ბალიაშვილის თქმით, პარტიას არ აქვს იმის ფინანსური რესურსი, რომ ყველა საარჩვენო ოლქში მაჟორიტარი კანდიდატი წარადგინოს. ამ დროსთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მხოლოდ ქარელში მამუკა ბალიაშვილი და ყაზბეგში - კახა სეთურიძე არიან დასახელებული.

ბალიაშვილი დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო არჩევნებში პარტია მინიმალურ ზღვარს გადალახავს და პარლამენტში „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნას დაუჭერს მხარს.